მათემატიკაში, როგორც გითხარით, რუხაძის წიგში რაც დაგვრჩა გასაკეთებელი, მთლიანად გააკეთებენ რვეულებში და ჩამაბარებენ სექტემბერში.
ქართულში - აარჩიონ სურვილის მიხედვით რომელიმე საბავშვო, სქელტანიანი წიგნი და წაიკითხონ. პარალელურად იკითხონ მოთხრობები და ზღაპრები. მაგ: ა.წერეთლის "კუჭია", "კუდაბზიკეთი" , " ღამურა" ; ი.გოგებაშვილის " ჭიანჭველები"; გურამ დოჩანაშვილის " ყველაზე კარგი პაპა"; შარლ პეროს " მძინარე მზეთუნახავი"; ოსკარ უაილდის " ვარსკვლავბიჭუნა"; ს.ს. ორბელიანის იგავ-არაკები.
აუცილებლად ისწავლონ ათი ლექსი. მაგ: ლადო ასათიანის"სალაღობო", "არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა"; ანა კალანდაძის " საქართველოო ლამაზო" , "შემოვლენ როკვით", "მოდიოდა ნინო მთებით", "თუთა"; გალაკტიონ ტაბიძის "მშობლიურო ჩემო მიწავ"; მუხრან მაჭავარიანის "დღე მოიწევს კრიალა", "ვითარცა მტკვარი"; ვაჟა-ფშაველას "არწივი"; ილია ჭავჭავაძის " ლოცვა"; იოსებ ნონეშვილის "არის ასეთი ქვეყანა"; მურმან ლებანიძის "უფლისციხესთან". აარჩიონ ამ ლექსებიდან.
ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ.
No comments:
Post a Comment