Monday, June 30, 2014

  გთავაზობთ რამოდენიმე ლექსის ვიდეო ვერსიას. მოასმენინეთ ბავშვებს.

გოგი ხარაბაძე უფლისციხესთან

ვაჟა ფშაველა (არწივი )

modioda nino mtebit.mp4

გურამ საღარაძე - სალაღობო Foundation "iavnana"

საზაფხულო დავალება

        მშობლებო, გაეცანით ზაფხულის დავალებებს და ამეცადინეთ ბავშვები.

    მათემატიკაში, როგორც გითხარით, რუხაძის წიგში რაც დაგვრჩა გასაკეთებელი, მთლიანად გააკეთებენ რვეულებში და ჩამაბარებენ სექტემბერში.

    ქართულში - აარჩიონ სურვილის მიხედვით რომელიმე საბავშვო, სქელტანიანი წიგნი და წაიკითხონ. პარალელურად იკითხონ მოთხრობები და ზღაპრები. მაგ: ა.წერეთლის "კუჭია", "კუდაბზიკეთი" , " ღამურა" ;  ი.გოგებაშვილის " ჭიანჭველები"; გურამ დოჩანაშვილის " ყველაზე კარგი პაპა"; შარლ პეროს " მძინარე მზეთუნახავი"; ოსკარ უაილდის " ვარსკვლავბიჭუნა"; ს.ს. ორბელიანის იგავ-არაკები.

      აუცილებლად ისწავლონ ათი ლექსი. მაგ: ლადო ასათიანის"სალაღობო", "არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა";  ანა კალანდაძის " საქართველოო ლამაზო" , "შემოვლენ როკვით", "მოდიოდა ნინო მთებით", "თუთა";  გალაკტიონ ტაბიძის "მშობლიურო ჩემო მიწავ"; მუხრან მაჭავარიანის "დღე მოიწევს კრიალა", "ვითარცა მტკვარი";  ვაჟა-ფშაველას "არწივი";  ილია ჭავჭავაძის " ლოცვა";   იოსებ ნონეშვილის  "არის ასეთი ქვეყანა";  მურმან ლებანიძის "უფლისციხესთან". აარჩიონ ამ ლექსებიდან.
     ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ.

Friday, December 17, 2010

საგზაო მოძრაობის წესები

1.პროექტის სახელი - "საგზაო მოძრაობის წესები"
2.პროექტის მოკლე აღწერა - საგზაო მოძრაობის წესების შესწავლა.საგზაო ნიშნები.შუქნიშანი.
3.პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები სწავლობენ ზოგიერთ საგზაო ნიშნებს,მათ მნიშვნელობას,აცნობიერებენ ქუჩაში მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობას.მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოსალოდნელი საფრთხის დანახვა ქუჩაში და მისი თავიდან აცილება.რა არის   გზაჯვარედინი,შუქნიშანი,ტროტუარი,გადასასვლელი,ამკრძალავი და ნებადართვითი ნიშნები.( გადასასვლელი,ქვის ცვენა,ელმავალი, stop და ა.შ.) (სახატავი რვეულები,ფერადი ფანქრები.)
4.მონაწილეთა ასაკი - 5-7 წ.
5.ვადების ხანგრძლივობა - 1 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - საგზაო ნიშნების ხატვა
 ა)შუქნიშანი წითელი,ყვითელი და მწვანე ნიშნით.
 ბ)გადასასვლელი ლურჯ კვადრატში.
 გ)ქვების ცვენა.
მოთელვითი თამაშები მოძრაობის წესებზე: "გადვკვეთოთ ქუჩა", "ცენტრალური ქუჩა კლასში".
მოკლე მოთხრობა "საგზაო მოძრაობის წესებზე".
7.მოსალოდნელი შედეგები - ბავშვები სრულად ფლობენ ელემენტარულ საგზაო მოძრაობის წესებს და შუქნიშანს.
8.სარგებელი სხვისთვის - ბავშვებისთვის,მშობლებისთვის,საზოგადოებისთვის.
9.სამუშაო ენა - ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან - არ გვყავს.
11.საგნობრი ჯგუფთან,ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი -
12.პროექტის ხელმძღვანელი - თამუნა ვარდოსანიძე
13.ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა - tamunavardosanidze75@gmail.com