Monday, June 30, 2014

საზაფხულო დავალება

        მშობლებო, გაეცანით ზაფხულის დავალებებს და ამეცადინეთ ბავშვები.

    მათემატიკაში, როგორც გითხარით, რუხაძის წიგში რაც დაგვრჩა გასაკეთებელი, მთლიანად გააკეთებენ რვეულებში და ჩამაბარებენ სექტემბერში.

    ქართულში - აარჩიონ სურვილის მიხედვით რომელიმე საბავშვო, სქელტანიანი წიგნი და წაიკითხონ. პარალელურად იკითხონ მოთხრობები და ზღაპრები. მაგ: ა.წერეთლის "კუჭია", "კუდაბზიკეთი" , " ღამურა" ;  ი.გოგებაშვილის " ჭიანჭველები"; გურამ დოჩანაშვილის " ყველაზე კარგი პაპა"; შარლ პეროს " მძინარე მზეთუნახავი"; ოსკარ უაილდის " ვარსკვლავბიჭუნა"; ს.ს. ორბელიანის იგავ-არაკები.

      აუცილებლად ისწავლონ ათი ლექსი. მაგ: ლადო ასათიანის"სალაღობო", "არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა";  ანა კალანდაძის " საქართველოო ლამაზო" , "შემოვლენ როკვით", "მოდიოდა ნინო მთებით", "თუთა";  გალაკტიონ ტაბიძის "მშობლიურო ჩემო მიწავ"; მუხრან მაჭავარიანის "დღე მოიწევს კრიალა", "ვითარცა მტკვარი";  ვაჟა-ფშაველას "არწივი";  ილია ჭავჭავაძის " ლოცვა";   იოსებ ნონეშვილის  "არის ასეთი ქვეყანა";  მურმან ლებანიძის "უფლისციხესთან". აარჩიონ ამ ლექსებიდან.
     ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ.

No comments:

Post a Comment